LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმსახურებთ გაიგოთ ფაქტები.. მენდეთ სიტყვაზე” – ბორის ჯონსონი რუს ხალხს სიმართლის გასაგებად VPN-ის გამოყენებას ურჩევს

587
BeFunky-collage (2)

„რუსეთის მოქალაქეები იმსახურებენ სიმართლეს, იმსახურებთ გაიგოთ ფაქტები. რუსეთის არმიის სიმხეცემ, ბუჩაში, ირპენში, უკრაიანის სხვა ქალაქებში, შეზარა მთელი მსოფლიო“,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ვიდეორგოლში.

ბორის ჯონსონი რუსულ ენაზე იწყებს და ასრულებს მიმართვას ვიდეორგოლში, რომელიც თავის ტვიტერის გვერდზეა გამოქვეყნებული.

ვიდეოგროლს რუსულენოვანი სუბტიტრები ახლავს და იმ რეალობას აღწერს, რაც რუსული არმიის ნაწილების გასვლის შემდეგ ნახა საზოგადოებამ, ქალაქ ბუჩაში.

 

 

ბორის ჯონსონი ჩამოთვლის, რომ ქუჩებში ნახეს „დახოცილი, ზურგს უკან ხელებშეკრული ხალხი, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გაუპატიურებული ქალები, საერთო საფლავებში ჩაყრილი დამწვარი ცხედრები, ან უბრალოდ უბრალოდ ქუჩაში დატოვებული“.

„უბრალოდ მენდეთ სიტყვაზე და გამოიყენეთ VPN ვირტუალური პირადი ქსელი, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დამოუკიდებელ ინფორმაციაზე მიგიწვდეთ ხელი, როდესაც გაიგებთ სიმართლეს – გაუზიარეთ ის სხვებს“, – ამბობს ბორის ჯონსონი და ვიდეომიმართვას რუსეთის მოქალაქეებისადმი რუსულ ენაზე ამთავრებს.

„თქვენი პრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებშია ბრალდებული, მაგრამ არ მჯერა რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს“,- ამბობს ბორის ჯონსონი.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g