LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგჯერ ონლაინ გვქონდა რეპეტიციები, რომ ტონუსში ვყოფილიყავით“ – ნინო შავგულიძე

187
news_27371

30 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი მსახიობი ნინო შავგულიძე გახლდათ, რომელმაც თავის პროფესიაზე, თეატრსა და სერიალზე „იდეალური დედა“ ისაუბრა.

 -ნინო, თეატრის მიმართულებით თუ გაქვს სიახლეები და ახლო მომავალში თუ იხილავს შენი მონაწილეობით სპექტაკლს მაყურებელი?

-პანდემიიდან გამომდინარე, გლობალურად და რა თქმა უნდა, საქართველოშიც შეჩერებული იყო ყველა პროექტი. ზოგჯერ ონლაინ გვქონდა რეპეტიციები, რომ ტონუსში ვყოფილიყავით. ეს პერიოდები გადავიარეთ და ახალი პროექტების დაწყებას რომ ვაპირებდით, ზუსტად მაშინ მოხდა უკრაინის ტერიტორიაზე ეს ამბები. ახლა, ყველა უკრაინას ვგულშემატკივრობთ, გადართული ვართ ამ ამბებზე და ძალიან დაძაბულები ვართ. გაჩერებულები ვართ დროებით, რადგან არავინ არ იცის, რა და როგორ იქნება, ცოტა გარდამავალ პერიოდში ვართ

-როგორია შენი შეხედულება შექმნილ ვითარებაზე?

-ალბათ, ყველას უნდა, რომ სამართლიანობა აღდგეს და ყველას უნდა, დაინახოს, რომ სიკეთე  შეიძლება იმარჯვებდეს. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბედი, ეს არის კაცობრიობის ბედი. ძალიან მინდა, მჯეროდეს და იმედი მქონდეს, რომ ეს ძალიან დიდი ბოროტება საბოლოოდ დამარცხდება და კაცობრიობა, სიკეთე, ცივილიზაცია გადარჩება.

-ნინო, როდის უნდა ველოდოთ სერიალის „იდეალური დედა“ გაგრძელებას?

-მთელ საქართველოს აწუხებს ეს კითხვა (იცინის). როდესაც სეზონი სრულდება და გადაღებები სრულდება, არასოდეს ვიცით, როდის დაიწყება შემდეგი სეზონი. ახალი სეზონის დაწყება ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიცაა ბიუჯეტის დამტკიცება, გუნდის შეკვრა, სხვადასხვა ლოგისტიკური პრობლემები და ა.შ. ამ კითხვაზე პასუხი არასდროს მაქვს, არ ვიცით, როდის დაგვიძახებენ გადაღებაზე. ამ ეტაპზე, გადაღებები არ გვაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები