LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს ჯგუფს ყველანაირი მცდელობა აქვს იმის, რომ ქართველ ხალხს ძალიან სასიამოვნოდ შეახსენოს ქართული მუსიკა“ – კახაბერ ცისკარიძე

161
328259766_3525462284394668_1827042901670704577_n

30 იანვარს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ კახაბერ ცისკარიძე სტუმრობდა, რომელმაც თავის და ხანუმების შემოქმედებაზე, ახალ ალბომზე და ღვინოზე ისაუბრა და მსმენელს სამომავლო გეგმებიც გაუზიარა.

 კახაბერ, ვისაუბროთ შენი და ხანუმების ახალ ალბომზე, რომლის პრემიერაც 26 იანვარს შედგა,

ეს არის „ურბან ფოლკი“, ეს არის ქალაქური სიმღერები, რომლებიც ხანუმების შესრულებითაა. დაიწერა 10 კომპოზიცია, ეს არის სიმღერები, რომელთაც ძირითად შემთხვევაში დები იშხნელები ასრულებდნენ. ეს არის ძალიან საყვარელი, ზოგისთვის ცნობილი და უამრავი ადამიანისთვის უცნობი სიმღერები. ვფიქრობ, ჩვენი დანიშნულებაც და მისიაც სწორედ ის არის, რომ ეს სიმღერები და ზოგადად ქართველობა შევახსენოთ ხალხს.

ჩვენს ჯგუფს ყველანაირი მცდელობა აქვს იმის, რომ ქართველ ხალხს ძალიან სასიამოვნოდ შეახსენოს ქართული მუსიკა, სიმღერა და ფოლკლორი. ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, რომ სწორი ფორმით, თანამედროვე თუ ძველი სახით მივაწოდოთ მათ ეს ყველაფერი. ამ შემთხვევაში, ასეთი რამ მოვიფიქრეთ და შეიქმნა მუსიკა იმისთვის, რომ შემდეგ ამ მუსიკისთვის ღვინო დამზადებულიყო. ჩვენი ბრენდის ღვინო ჩემს მეგობართან, მეღვინესთან, გია პირადაშვილთან ერთად გამოვუშვით. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ გია პირადაშვილმა უსმინა ამ ალბომს და შექმნა ღვინო თავისი ტონებით, გემოებით და ა.შ. ღვინის ეტიკეტს თავისი QR კოდი აქვს და მისი მეშვეობით გადადიხართ სიმღერაზე. საერთოდ, ღვინო და მუსიკა ასე ერთმანეთისთვის პირველად შეიქმნა. ეს ღვინო ზაფხულში გამოვიდა სატესტო რეჟიმში და ჩემს შოურუმში განთავსდა, თუმცა ეს ყველაფერი ახლა უკვე უფრო მასიური იქნება და იქნება საზღვარგარეთისთვისაც.

ქვეყნის გარეთ მუსიკალური მიმართულებითაც მიდის მუშაობა, ვგეგმავთ საერთაშორისო ფესტივალებზე გამოსვლას, სადაც აქამდე არასდროს გამოვსულვართ. გვქონია მოწვევები, თუმცა არასდროს გვქონდა ამის სურვილი. ახლა ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენს პირველ ალბომს, „ნიდან ჰაემდე“ 10 წელი შეუსრულდა.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

ახაბერისა და ხანუმების ახალი ალბომი გამოვიდა
„მე ცოტა უფრო ადრე დავიწყე ცხოვრება, 12 წლიდან ვმუშაობ, უამრავ ადგილას ვუკრავდი…“ – კახაბერ ცისკარიძე
„ჩემი მთავარი მიზანი იდეალური პროექტის შექმნა იყო და მართლა ძალიან ვამაყობ ჩვენი შემოქმედებით…მახარებს ის ფაქტი, რომ ეს სიმღერა ძალიან დიდ ბედნიერებას და ხალისს იწვევს“ – „კახაბერი და ხანუმები“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები