LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მსოფლიოში ყველაზე ვიწრო ცათამბრჯენის მშენებლობა დასრულდა – ის პირველ ბინადრებს ელის

263
http___cdn.cnn.com_cnnnext_dam_assets_220406150636-skinniest-skyscraper-nyc

მსოფლიოში ყველაზე ვიწრო ცათამბრჯრენი აშშ-ია. ნიუ იორკში, მანჰეტენზე აშენდა შენობა, რომლის სიმაღლისა და სიგანის თანაფარდობა 24:1-ია. ეს მონაცემები მას მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ცათამბრჯენად აქცევს.

ინფორმაციას CNN ავრცელებს, რომელიც წერს, რომ შენობის სიმაღლე 435 მეტრს აჭარბებს. ამ დროისთვის, საცხოვრებელი დანიშნულებით აშენებულ ცათამბრჯენზე მუშაობა სრულად დასრულებულია და ის პირველ ბინადრებს ელის.

ცნობისთვის, ცათამბრჯენის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. შენობა დააპროექტა ნიუ-იორკის არქიტექტურულმა კომპანიამ SHOP Architects და ააშენა JDS Development, Property Markets Group და Spruce Capital Partners-მა. SHoP Architects-ის დირექტორმა გრეგ პასკვარელმა შენობას “არაჩვეულებრივი პროპორციების და ეპიკური პროექტი” უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g