LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გვჭირდება არა „საბჭოური“ იარაღი, არამედ იარაღი, რომელსაც იყენებს ნატო: ალექსეი რეზნიკოვი

169
ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის  თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ „უკრაინას სჭირდება არა „საბჭოური“ იარაღი, არამედ იარაღი, რომელსაც ნატო იყენებს“. როგორც რეზნიკოვი განმარტავს, აქამდე საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებულ იარაღზე იყვნენ ორიენტირებულები, რადგან უკრაინელმა სამხედროებმა მათი გამოყენება იციან და მათი ომში ჩართვა დაუყონებლივ იყო შესაძლებელი, თუმცა რეზნიკოვის თქმით, აღნიშნული იარაღი 30-40 წლის წინ არის დამზადებული და ცუდ მდგომარეობაშია.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები სწრაფად სწავლობენ ახალი იარაღის გამოყენებას.

„ადრე ორიენტირებული ვიყავით „საბჭოთა კავშირის“ სტილის იარაღის მიღებაზე. ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ის და ამიტომ, ომში მისი ჩართვა დაუყოვნებლივ იყო შესაძლებელი. საბჭოთა იარაღი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, მწირია. ხშირად ცუდ მდგომარეობაშია, რადგან 30-40 წლის წინ არის დამზადებული. ასეთ პირობებში საბჭოთა იარაღი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მხოლოდ მცირე ხნით გააძლიერებს უკრაინას. ამიტომ უკრაინამ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს იარაღი, რომელსაც ნატოს ქვეყნები იყენებენ. ეს საუკეთესო გამოსავალია მრავალი მიზეზის გამო.

მოგიწოდებთ, რაც შეიძლება მალე მოგვაწოდოთ მძიმე იარაღი. რუსეთის ლიდერები ომის დამნაშავეები არიან. ამას ყველა აღიარებს. როდესაც ისინი სამხედრო მარცხს განიცდიან, მაშინვე დაკარგავენ ძალაუფლებას. ჩვენ არ გვეშინია რუსეთის და შეგვიძლია მისი დამარცხება. ჩვენ გვინდა გავანადგუროთ მკვლელები, მოძალადეები და მძარცველები, რომლებმაც უსაზღვრო ტკივილი მოგვიტანეს. ეს არის მსოფლიოსთვის სასტიკი ტირანიისგან თავის დაღწევის შანსი. იარაღის მიწოდების გაჭიანურება იწვევს ჩვენი შვილების სიკვდილს, ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ის ასევე ანგრევს ევროპას,“- აღნიშნა რეზნიკოვმა.

mazda magti 5g