კიევის მახლობლად, სოფელ ბუზოვაში ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.
ცხედრები ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, თხრილში იპოვეს.
ამის შესახებ ტარას დიდიჩმა, დმიტრივკას თემის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.