ბაია გადაბაძე სოციალურ ქსელში ჩაჩავას კლინიკის შესახებ საინტერესო ამბავს გვიზიარებს და წერს, როგორ მიიღეს ამ კლინიკაში უკრაინელი გოგონა, რომელიც ფეხმძიმედ არის:
„გუშინ მოვისმინე ასეთი ამბავი. თბილისში ჩამოვიდა უკრაინელი გოგო, 4 თვის ფეხმძიმე. მიხვდა, რომ გაჩენაც აქ მოუწევს და ქართველი ნაცნობებისთვის უკითხავს, თუ რომელ კლინიკაში მისულიყო აღრიცხვაზე და აეყვანა ექიმი. მათ ურჩევიათ „ჩაჩავას კლინიკა”. მისულა გოგონა, ჩაუტარებია ყველანაირი გამოკვლევა და სალაროსთან მისულს უთხრეს, რომ მას არაფერი გადასახდელი არ აქვს და ბოლომდე ასე გაგრძელდება, სანამ არ გააჩენს ბავშვს.
ვითომ კი არაფერი, ერთი ადამიანის დახმარება მაგრამ ასე თითო-თითოდ კეთდება დიდი საქმეები.
მადლობა მინდა გადავუხადო მათ, გულისხმიერებისთვის და ასევე ყველას, ვინც იჩენს ამ რთულ პერიოდში თავს, როდესაც პატარა საქმესაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
გავაგრძელებ ამ ისტორიების მოგროვებას და თქვენც მოგიყვებით იმისათვის, რომ სიკეთე გადამდები გახდეს…“