უკრაინის შეიარაღებულმა ჯარებმა, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩეჩნეთიდან გადაყვანილი სამხედროები გაანადგურეს.
როგორც შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, ისინი სამხრეთ სამხედრო ოლქის, 58-ე არმიის 42-ე მოტომსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის სამხედროები იყვნენ.
ამავე განცხადების თანახმად, მათი დისლოკაციის ადგილი იყო ჩეჩნეთი, ქალაქი შალი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩეჩენი დამპყრობლები, სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაშიც მონაწილეობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ლიკვიდირებულია არმიის მეთაური, შტაბის უფროსთან ერთად.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის ცნობით, განადგურდნენ სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიის 42-ე მოტომსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ჯარისკაცები…
მათი დასახიჩრებული სხეულების ეს გროვა, მხოლოდ ტაქტიკური ჯგუფის ნაწილია, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა, დონეცკის რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე თავდასხმის დროს გაანადგურეს…
ასევე ლიკვიდირებულია, არმიის მეთაური, შტაბის უფროსთან ერთად. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა აღნიშნავს, რომ განადგურებულ ქვედანაყოფში შედიოდა სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე მრავალი პირი.“– წერია განცხადებაში.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.