LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში 300 ათასზე მეტი ადამიანი ქართველ დიზაინერებს, ჩვენს კულინარიასა და განთავსების ობიექტებს გაეცნობა

59
278379961_347034947467318_1142475776340338030_n

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მაღალრეიტინგული გამოცემის Condé Nast Traveler-ის მწერალს კრის შალკს უმასპინძლა. ტურის ფარგლებში, ცნობილი მოგზაური მწერალი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, კულტურასა და კულინარიას გაეცნო.

კრის შალკი Condé Nast Traveler-ის ბრიტანული რედაქციისთვის ვრცელ სტატიას მოამზადებს, რომელიც ქართველ დიზაინერებს, ქართულ რეწვას, კერამიკას, ტიხრულ მინანქარს, ახალი კონცეფციის მაღაზიებს, კულინარიასა და განთავსების ობიექტებს დაეთმობა.

Condé Nast Traveler-ის ბრიტანულ ვერსიას თვეში 300 ათასზე მეტი მკითხველი ჰყავს. სამოგზაურო გამოცემაში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიის გამოქვეყნება ქვეყნის ცნობადობას გაზრდის დიდ ბრიტანეთში და ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

კრის შალკი სტატიებს ასევე ამზადებს ცნობილი გამოცემებისთვის: CNTraveler, T+L, Design Antology, AD, Telegraph და Wallpaper.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g