სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ „დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა გაიმართებოდა მარიუპოლში“, ყალბია. ამის შესახებ მარიუპოლის მერის თანაშემწე პეტრო ანდრიუშჩენკომ Facebook-ზე წერს.
მისი განმარტებით, ინფორმაცია საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის ყალბ ანგარიშზე გამოქვეყნდა.
„36-ე დანაყოფის ანგარიში გატეხეს. ახლა აღდგენილია წვდომა და ტარდება დამცავი ზომები. ყველაფერი, რაც იქ ქვეყნდება რუსულ ენაზე, არის შეგნებული დეზინფორმაცია, რათა მოხდეს საზოგადოების დესტაბილიზაცია რეზონანსულ თემაზე“, – წერს პეტრო ანდრიუშჩენკო.