LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩერნობილის ზონაში მდებარე ყველა რუსული მოწყობილობა რადიოაქტიურად დაბინძურებულია

109
დაბინძურებული რუსული ტექნიკა

რუსული სამხედრო ტექნიკა, რომელიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გამორიცხვის ზონაში იყო განთავსებული,  რადიოაქტიური ჭუჭყის ან მტვრის ფენითაა დაფარული იტყობინება Energoatom.

მათივე ინფორმაციით, ის ტექნიკაც კი, რომელიც, თხრილებში იყო, მაინც დაფარული იყო რადიოაქტიური ტალახითა და მტვრით. ამ ფორმით,  გაუსნებოვნების გარეშე, ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, გაწმენდის პროცესი ძალიან რთულია, რადიაციის დამოუკიდებლად მოშორება კი შეუძლებელი.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

magti 5g