“დედპული 2” რაიან რეინოლდსის მონაწილეობით სამ ყველაზე შემოსავლიან ფილმს შორის მოხვდა, რომელსაც R რეიტინგი აქვს. (როდესაც 17 წლამდე ასაკის მაყურებელი სეანსს უფროსის თანდასწრებით ესწრება)
ამ მომენტისთვის პროექტის შემოსავალი 707 მილიონ დოლარს უტოლდება – ფილმმა, რომელიც კინოგაქირავებაში 39 დღის წინ გამოვიდა, აღნიშნული რეიტინგიდან უკვე ჩამოიშორა “ის” და მესმე ადგილზე განთავსდა.
სიის სათავეში კი კვლავ “დედპულის” პირველი ნაწილი იმყოფება 783 მილიონით, მეორე ადგილს კი “მატრიცა: გადატვირთვა” იკავებს 742 მილიონი დოლარით.