LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი კადრი ტარანტინოს ფილმიდან, დიკაპრიოსა და პიტის მონაწილეობით (ფოტო)

61

საკუთარ “ინსტაგრამზე” ლეონარდო დიკაპრიომ კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმიდან “ერთხელ ჰოლივუდში” პირველი ოფიციალური კადრი გამოაქვეყნა. ფოტოზე ბრედ პიტი და თავად დიკაპრიო თავისი პერსონაჟების ფორმაში არიან გამოწყობილები – ცნობილია, რომ ეს იქნება ტარანტინოს კარიერის ბოლოსწინა ფილმი.

სიუჟეტი მსახიობ შერონ ტეიტის გარშემო ვითარდება – ეს იყო რეჟისორ რომან პოლანსკის ცოლი, რომელსაც ორსულობის ბოლო თვეში ჩარლზ მენსონის ჯგუფის წევრები სასტიკად გაუსწორდნენ.

კრიმინალური დრამის პრემიერა 2019 წლის აგვისტოში გაიმართება.

https://www.instagram.com/p/Bkh21lOH6rf/?utm_source=ig_embed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები