იდენტიფიცირებულია 1 წლის ბავშვზე მოძალადე პირი – რუსი ჯარისკაცი ბიჩკოვი – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ლატვიის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, მან თანამებრძოლებს ვიდეო გაუგზავნა, რომელშიც ძალადობის მომენტია გადაღებული.
„იდენტიფიცირებულია ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩამდენი – რუსი ჯარისკაცი ქალაქ ფსკოვიდან, რომლის გვარიც არის ბიჩკოვი. გაუპატიურების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები, ძალიან მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვილი – ახლა ამაზე ლაპარაკი უბრალოდ საშინელებაა, მაგრამ ეს მოხდა. ასეთია რუსი ჯარისკაცი, „ბავშვების დამცველი“. ასეთია „სპეცოპერაცია“, რომელიც მოსკოვში დაგეგმეს. ამიერიდან სწორედ ამასთან იქნება ასოცირებული რუსეთის ჯარი და ფსკოველი დესანტები – ჩვილის გაუპატიურება“, – განაცხადა ზელენსკიმ.