აპარატული უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ, Huawei P20 Pro-ს საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა: European Hardware Awards 2018-ის ფარგლებში, ის „2018 წლის საუკეთესო სმარტფონად“ დასახელდა.
Huawei Consumer Business Group-ის მობილური განყოფილებების პრეზიდენტმა, ბრიუს ლიმ განაცხადა, რომ კომპანია აღნიშნული ჯილდოთი ძალიან ამაყობს და ეს Huawei-ს მნიშვნელოვანი მიღწევაა.
შეგახსენებთ, რომ Huawei P20 Pro პირველი მოწყობილობაა, Leica-ს რომელსაც სამმაგი ძირითადი კამერა აქვს.