უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ოლექსეი არესტოვიჩი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მუქარას ეხმაურება და აცხადებს, რომ კიევზე თავდასხმის შემთხვევაში კიევიც შეუტევს მოსკოვს.
ზელენსკის ოფისის მრჩეველი აცხადებს, რომ უკრაინას ახლა მოსკოვზე შეტევის „შესანიშნავი“ შესაძლებლობა აქვს.
არესტოვიჩის თქმით, უკრაინა მსგავსი სიტუაციებისთვის მზადაა, ვინაიდან კრემლისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
„მათი ხასიათი ვიცი, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი სამშვიდობო შეთანხმების დადების დღემდე ისვრიან, ესაა კრემლი. მაგრამ ისინი ასევე აცხადებენ, რომ იმ სახელისუფლებო ორგანოებს შეუტევენ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება. მენეჯმენტსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების ცენტრალურ აპარატებს. ალბათ, ვერხოვნა რადას, ალბათ მინისტრთა კაბინეტს, ალბათ პრეზიდენტის ოფისს… ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ. აფრინეთ, ვნახოთ“, – განაცხადა არეტოვიჩმა.
ოლექსეი არესტოვიჩმა რუსეთი საპასუხო რეაქციის შესახებ გააფრთხილა. მისივე თქმით, უკრაინას ამგვარი რეაქციისთვის „შესანიშნავი“ შესაძლებლობები აქვს, თუმცა ომის გამწვავების გამო ამ დრომდე თავს იკავებს.
„უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენი სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ ყველა დარტყმის საპასუხოდ ჩვენი ხაზი გვაქვს. უნდა ვიფრთხილოთ, რადგან კითხვის ნიშნები ჩნდება ფასის გაზრდაზე. მე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენ შესანიშნავი შანსები გვაქვს რუსეთში თავდასხმაზე და ის ფაქტი, რომ ჩვენ მათ ჯერ არ ვიყენებთ, ისევე როგორც ნებისმიერ ომში, ესკალაციის ხარისხის გამოა.
თუ გინდათ გამწვავება, გავამწვავოთ“, – აცხადებს ოლექსეი არესტოვიჩი.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით: ამ ბმულზე.