LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუჩაში მცხოვრები ადამიანების მონაყოლთან ვერც ერთი ვიდეო და ფოტო ახლოს ვერ მივა: ალექსი პეტრიაშვილი

181
BeFunky-collage

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში ირპენში, ბუჩასა და ჰოსტომელში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც ქალაქებში არსებულ მძიმე მდგომარეობას აღწერს.

“ეს არის ირპენში, ბუჩაში და ჰოსტომელში მხოლოდ ჩემი გადაღებული ფოტოების ნაწილი! რეპორტაჟი რომ ჩამოვალთ, მომზადდება და იქნება იმ ფილმის ნაწილი, რომელი გაკეთდება! ბუჩაში მცხოვრები ადამიანების მონაყოლთან ვერც ერთი ვიდეო და ფოტო ახლოს ვერ მივა!

პუტინი და თავისი ურდო აუცილებლად აგებს ყველაფერზე პასუხს მთელი სიმკაცრით თან! სახრჩობელაზე ჩამოკიდებული რომ ვნახო, არცერთი დამენანება!

უკრაინა გაიმარჯვებს! პუტინის ურდო განადგურდება!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!”, – წერს ალექსი პეტრიაშვილი ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g