დეიმონ ალბარნის პროექტმა – Gorillaz ახალი თრექი „Sorcererz“ გამოუშვა. გაიმართა ასევე სიმღერაზე გადაღებული კლიპის პრემიერაც.
სიმღერა რიგით მესამეა მუსიკოსების რიგით მეექვსე სტუდიური ალბომიდან „The Now Now“, რომლის რელიზიც 29 ივნისს იგეგმება.
ერთი კვირის წინ, Gorillaz-მა დისკში შემავბალი ორი სიმღერა „Humility“ და „Lake Zurich“ და მათზე გადაღებული კლიპები გამოაქვეყნა.