LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ერთდღიანი იქნება

96
shamugia-6-750x430

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და უკრაინაში ვიზიტით წასვლის მსურველი საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო არსებული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ერთდღიანი იქნება.

ასევე ცნობილია, რომ იგეგმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის პირისპირ შეხვედრა. ასევე, დელეგაციის წევრები ქალაქ ბუჩაში ჩავლენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. „ქართული ოცნებიდან” დელეგაციაში ასევე იქნებიან: ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე.

საპარლამენტო ოპოზიციას დელეგაციაში ხუთი დეპუტატი წარმოადგენს: ლევან იოსელიანი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ვიზიტზე უარი განაცხადა ფრაქციამ, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”. “ევროპელ სოციალისტებს” დელეგაციის წევრობის სურვილი არ გამოუთქვამთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g