კიმ კარდაშიანს ძალიან უყვარს თავისი სხეული და არასოდეს უშვებს შანსს, მისი დემონსტრირება მოახდინოს.
თუმცა, ამ დღეებში, ქუჩაში სასეირნოდ კიმმა უჩვეულო ხერხს მიმართა და თავისი კარიერის მანძილზე ყველაზე „შიშველი“ კაბა შეარჩია: ჩაცმულობა სრულიად გამჭვირვცალე კაბას წარმოადგენდა, კიმს კი მხოლოდ საცვალი და ზემოდან მოცმული ნაცრისფერი პიჯაკი ეცვა.
თაყვანისმცემლებმა მისი ეს ჩაცმულობა მკაცრად გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ 37 წლის ქალი, რომელიც 19 წლის გოგოსავით იცვამს, სამარცხვინოდ გამოიყურება.
