LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია რუსთავში: “საჭესათან 9 წლის ბავშვი დაჯდა, მანქანა დაქოქა, მოულოდნელად საჭე ვერ დაიმორჩილა..”

1014
avaria1-2022-03-12_18-42-25_536246

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში – “ინფო რუსთავის” ცნობით, ავტომობილი 2 მანქანას დაეჯახა.

მათივე ინფორმაციით, 9 და 11 წლის ბიჭებმა ქუჩიდან ავტომობილი მოიპარეს და ავარია მოახდინეს.

როგორც “ინფო რუსთავი” წერს, მამაკაცმა სურსათის მაღაზიასთან “ჰონდას” მარკის ავტომობილი დააპარკინდა, რამდენიმე წუთში კი ქუჩაში ხმაურის გამო გამოიხედა და დაინახა რომ მისი ავტომობილი სხვა ავტომობილებს დაეჯახა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვები აღნიშნულ ავტომობილს უთვალთვალებდნენ. როდესაც მძღოლი მანქანიდან გადავიდა ბიჭებმა ავტომობილში შეაღწიეს. საჭესათან 9 წლის ბავშვი დაჯდა, მან მანქანა დაქოქა, მოულოდნელად საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე გაჩერებულ ავტომობილებს დეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებმა შედეგად მცირე დაზიანებები მიიღეს. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g