სუმის ოლქის სოფელში სარინის ნარჩენები იპოვეს. ამის შესახებ ტროსტიანეცის მერმა იური ბოვამ განაცხადა.
„სოფელ ბელკაში ქიმიური იარაღის ნარჩენები ვიპოვეთ, სარინი და სხვა ნივთიერებები. აღმოვაჩინეთ ამპულები. ახლა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურია ჩართული პროცესში. შესაძლოა, ოკუპანტებს ქიმიური იარაღით თავდასხმა უნდოდათ კიევზე, პოლტავაზე ან სხვა ქალაქებზე“, – აღნიშნა მან.
სოფელში აღმოჩენილი ნარჩენების ამსახველი კადრები ტელეგრამზე გავრცელდა.
ტროსტიანეცის მერის ინფორმაციით, დანაღმულია უამრავი სასაფლაო, ტყის პლანტაცია, პარკები და ადმინისტრაციული ობიექტები.
