ჩინური ბრენდის, Xiaomi-ს ასორტიმენტს ახალი უსადენო ყურსასმენი Mi Bluetooth Headset შეემატა.
სიახლეს საკმაოდ უბრალო და მოდური დიზაინი აქვს. კორპუსი მთლიანად შავ ფერშია დამზადებული და მისი გამოყენება წვიმიან ამინდშიც არის შესაძლებელი.
Xiaomi Mi Bluetooth Headset-ის შესაქმნელად რბილი ჰიპოალერგიული მასალა გამოიყენეს. ყურსასმენს გვერდზე ღილაკები აქვს, რომელიც მუსიკის დაპაუზება/ჩართვისთვის, ასევე შემომავალი ზარების პასუხისთვის გამოიყენება. ხმის რეგულირებისა და სიმღერების გადართვის ღილაკები კი მოწყობილობის ქვედა ნაწილშია განთავსებული.
სიახლის ღირებულება 46 დოლარს შეადგენს.