ამერიკელმა მსახიობმა მორგან ფრიმანმა ტელეარხ CNN-ს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. მიზეზად არხის მხრიდან მისი სექსუალურ შევიწროებაში ბრალდება სახელდება.
მსახიობის ადვოკატის, რობერტ შვარცის თქმით, ტელეარხი ვალდებულია, ფრიმენს ბოდიში მოუხადოს. მისი მტკიცებით, არხის მასალა „ბოროტი ჩანაფიქრის“ შედეგია.
როგორც The Hollywood Reporter წერს, ფრიმენის ადვოკატის წერილი CNN-ის დირექტორს უკვე გადაეცა.