LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gorillaz-ის ახალი ალბომის დეტალები ცნობილია

61

ცნობილი ხდება, რომ Gorillaz-ის ახალ სტუდიურ ნამუშევარს „The Now Now“ ერქმევა და ის 29 ივნისს გამოვა.

დისკი რიგით მეექვსე გახდება კოლექტივის დისკოგრაფიაში. თრექლისტი ამ დროისთვის გასაიდუმლოებულია, ცნობილი მხოლოდ ალბომის გარეკანია.

ვირტუალური ჯგუფის უკანასკნელი ალბომი „Humanz“ გასული წლის აპრილში გამოვიდა და ბრიტანული და ამერიკული ჩარტების მეორე ადგილებზე განთავსდა. დისკმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები