LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი დამპყრობლები ქალაქ კრემენაიაში შევიდნენ, დაიწყო ქუჩის ბრძოლები – მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია: გაიდაი

210
ლუგანსკი

რუსი დამპყრობლები ლუგანსკის რაიონის ქალაქ კრემენაიაში შევიდნენ, დაიწყო ქუჩის ბრძოლები – ინფორმაციას ამის შესახებ ლუგანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

როგორც ის საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე წერს, მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია.

გაიდაის განცხადებით, კრემენის საარტილერიო დაბომბვა 24 საათის განმავლობაში გაგრძელდა, ცეცხლი მოეკიდა 7 საცხოვრებელ სახლს. გარდა ამისა, ოკუპანტებმა დარტყმა განახორციელეს სპორტკომპლექს „ოლიმპზე“.

„რამდენიმე საათის წინ რუსების ჭურვები მოხვდა სპორტული ინფრასტრუქტურის ადგილობრივ ობიექტებს. უფრო კონკრეტულად, ცოტა ხნის აშენებულ სპორტკომპლექს „ოლიმპს“, სადაც ჩვეულებრივ უკრაინის ოლიმპიური ნაკრების წარმომადგენლები ვარჯიშობდნენ.“– წერს სერგეი გაიდაი.

საჰაერო იერიში ლვოვზე – ოკუპანტებმა 5 რაკეტა გაისროლეს

მარიუპოლი აღარ არსებობს…ქალაქში ვითარება შემზარავი და გულსატკენია: დმიტრო კულება

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g