პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენელი, ლევან იოსელიანი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ამავე პარტიის ლიდერს, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მოხალისედ წასულ ალეკო ელისაშვილს შეხვდა.
სოციალურ ქსელში იოსელიანისა და ელისაშვილის შეხვედრის ამსახველი ემოციური ვიდეოკადრები გავრცელდა.
ვიდეო: „ომი ვერ დაგვაშორებს“ – ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ემოციური შეხვედრა კიევში
როგორც იოსელიანი წერს, ეს ვიდეო უკრაინაში ჩასული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პარლამენტარმა ხათუნა სამნიძემ გადაუღო, რისთვისაც იოსელიანი მას მადლობას უხდის.
“უამრავმა ადამიანმა ნახა ჩემი და ალეკოს შეხვედრის კადრები კიევში, მინდა იცოდეთ, რომ ეს ვიდეო Khatuna Samnidze გადაიღო და ჩემზე არანაკლებ ემოციებით შეხვდა ალეკოს, მადლობა მას, ამ არაჩვეულებრივ მეგობარს და უბრალოდ კარგ ადამიანს, – წერს ლევან იოსელიანი.