LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავრილ ლავინს ტეხასელი მილიარდერის ვაჟთან რომანი აქვს (ფოტო)

61

ხანგრძლივი დასვენების შემდეგ, ავრილ ლავინი შოუ-ბიზნესის სამყაროს დაუბრუნდა და ნიუსმეიკერების მთავარი სამიზნე გახდა. Nickelback-ის ლიდერთან, ჩად კრიუგერთან დაშორების შემდეგ, მომღერალი ამ დრომდე მარტო იყო. მისი რჩეული ტეხასელი მილიარდერის ფაიეზა სეროფიმის შვილი, ფილიპია.

წყვილი უკვე არაერთხელ დაინახეს ერთად ლოს-ანჯელესში. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ისინი დიდ დროს ატარებენ ერთად, თუმცა ახალ ეტაპზე გადასვლას ჯერ არ ჩქარობენ. მათი თქმით, ავრილმა და ფილიპმა ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გაიცნეს.

ფილიპი, ისევე, როგორც ლავინი, ქორწინებაში ორჯერ იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები