კომპანია Samsung-მა გამოუშვა სარეკლამო რგოლი, სადაც თავის სმარტფონს Galaxy S9-ს 2014 წელს გამოშვებულ iPhone 6-ს ადარებს. სწორედ ამ გზით გადაწყვიტა მან, აქცენტი Apple-ის მიერ სმარტფონების შენელებაზე გაეკეთებინა.
სიუჟეტის მიხედვით, iPhone 6-ის მეპატრონე ბევრ პრობლემას აწყდება: აპლიკაციების ნელ ჩამოტვირთვას და ა.შ. ის მიმართავს სერვის ცენტრს, სადაც ან სმარტფონის განახლებას ურჩევენ ან შენელების გამორთვას, ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი აპარატი უფუნქციო ხდება. საბოლოოდ, გოგონა Samsung-ის სმარტფონს ყიდულობს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს Apple-მა აღიარა, რომ ძველი თაობის სმარტფონების მუშაობას, ახლის გამოსვლის შემდეგ, შეგნებულად ანელებს.
https://www.youtube.com/watch?v=3qhW1sDPHYI&feature=youtu.be