LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას, საომარი მდგომარეობის 24 ივნისამდე გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

129
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას 24 ივნისამდე სთავაზობს.

აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია იუწყება და წერს, რომ შესაბამისი კანონპროექტი ზელენსკიმ საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა.

„პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. მოქმედი საომარი მდგომარეობის ვადა 25 აპრილს იწურება.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ, ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს მიწასთან ასწორებენ: კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ბომბავენ სამშობიარო სახლებსა და თავშესაფრებს, არ ინდობენ არც ბავშვებს. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში საომარ მოქმედებებს, უკვე 200-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. მხოლოდ დედაქალაქ კიევის შემოგარენში კი, უკვე 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. 

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები