LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლში, “აზოვსტალის” რაიონში ოკუპანტებმა საავადმყოფო დაბომბეს, ნანგრევებში 300-მდე ადამიანი იმყოფება: უკრაინული მედია

164
Untitled design (7)

მარიუპოლში, “აზოვსტალის” ტერიტორიაზე საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

უკრაინული მედია დეპუტატ სერგეი ტარუტაზე დაყრდნობით წერს, რომ ნანგრევებში მოყოლილია დაახლოებით 300 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.

მისი ცნობით, დაიჭრნენ ტერიტორიის დამცველი უკრაინელებიც:

“რუსმა ფაშისტებმა აზოვსტალის რაიონში მდებარე საავადმყოფოში ძლიერი ბომბი ჩამოაგდეს. ჩემი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ 300-მდე ადამიანია, მათ შორის ბავშვები. ისინი აქ იმალებოდნენ, რადგან დანგრეულ ქალაქში დასამალი სხვაგან არსად არ არის!!”, – თქვა ტარუტამ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g