აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 4 რეისს ნიშნავს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია: 21 აპრილი, ხუთშაბათი: ნატახტარი –მესტია გაფრენა 13:00, მესტია-ნატახტარი, გაფრენა 14:30 ; ნატახტარი –ამბროლაური გაფრენა 16:30, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა 17:20; 28 აპრილი, ხუთშაბათი: ნატახტარი –მესტია გაფრენა 13:00, მესტია-ნატახტარი- გაფრენა 14:30 ; ნატახტარი –ამბროლაური , გაფრენა 16:30, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა 17:20.
აღსანიშნავია, რომ ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარი, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0 დან 3 წლამდე ჩვილებისთვის ფრენა უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets