ტელეარხმა HBO სერიალ „ველური დასავლეთის სამყაროს“ მესამე სეზონის გადაღება შეუკვეთა.
„უჩვეულოდ სასიამოვნო იყო გამორჩეულად ნიჭიერ ჯონათან ნოლანთან და ლიზა ჯოისთან მუშაობა, ასევე უზომოდ წარმატებულ მსახიობებთან და მთელს გადამღებ ჯგუფთან ერთად. მოუთმენლად ველით, სად წაგვიყვანს ახალი თავი“, – განაცხადა HBO-ს პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, კეისი ბლეიკმა.
მესამე სეზონის გადაღების გრაფიკი ჯერ-ჯერობით უცნობია, სავარაუდოდ მაყურებელი მას 2019 წელს იხილავს.
რაც შეეხება მეორე სეზონს, პირველი სერიის პრემიერა 22 აპრილს შედგა.