LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიჩის ნათესავები მის თვითმკვლელობაზე ალაპარაკდნენ

73

შვედმა დიჯეი ტიმ ბერლინგმა, ზედმეტსახელად კი ავიჩიმ, თავი მოიკლა. ინფორმაციას გამოცემა The Sun მუსიკოსის ნათესავებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ბერლინგმა სიკვდილის წინ წერილი დატოვა.

„ტიმი სათუთი არისტოკრატული სულის ადამიანი იყო. ის ეგზისტენციალურ კითხვებზე ეძებდა პასუხებს. მას სურდა საკუთარი ცხოვრების ბალანსი ეპოვა და ეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად უყვარდა… მუსიკა. ის ცხოვრების ამაოებაზე ფიქრობდა და მას ასე გაგრძელება აღარ შეეძლო“, – განაცხადა ვარსკვლავის ოჯახის წევრმა.

შეგახსენებთ, რომ „გრემის“ ნომინანტი ავიჩი, 20 აპრილს, ომანში დასვენების დროს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები