უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შტაბის უფროსის თანაშემწე ოლენა სიმონენკომ ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა დღეს დონეცკის აღმოსავლეთში, 42 სოფელი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი წერს.
გამოცემის ცნობით, თანაშემწე ოლენა სიმონენკომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა სოფლები შესაძლოა, ,,ხვალ დაიბრუნონ”.
როგორც BBC-ი იუწყება, რუსეთი დონბასში შეტევას აგრძელებს, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკისგან შედგება და ცდილობს, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში თავისი კონტროლი გააფართოოს.
