Samsung-ის სმარტფონების S-სერიას დიდი ეკრანით დასახელებაში Plus ემატება, მცირე ვერსიას კი – mini.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კომპანია S სერიაში მინი-მოდელს აღარ გამოუშვებს და მის ნაცვლად სმარტფონს Galaxy Dream-Lite დაერქმევა.
აღნიშნულ მოდელს 4 გიგაბაიტიანი შიდა და 64 გიგაბაიტიანი მუდმივი მეხსიერება ექნება და ის Android 8.0 Oreo-ს სისტემაზე იმუშავებს. სხვა დეტალები სიახლეზე ამ დროისთვის უცნობია.
