LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ ივანიშვილის რეჟიმის სახით ეროვნული პრობლემა გვაქვს, მნიშვნელოვანია, გვქონდეს კომუნიკაციის არხები, თუ რისთვისაა საზოგადოება მზად რეჟიმის შეცვლის შემდეგ: ბოკერია კონგრესმენებთან შეხვედრაზე

93
გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებთან შეხვედრის შემდეგ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც  აშშ-ის დელეგაციასთან განიხილეს.

საქართველოში ვიზიტით მყოფი სენატორები და კონგრესმენები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებიან

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სანამ ქვეყანას ეროვნული პრობლემა აქვს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახით, მაინც ჰქონდეთ კომუნიკაციის არხები იმის თაობაზე, რისთვისაა ქართული საზოგადოება მზად და ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, თავისუფლების დასაცავად:

“ამერიკულ მხარესთან დისკუსიის საგანი იყო ის, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ოპოზიცია და რაში იქნება საჭირო ქვეყნის პარტნიორების დახმარება. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამანგრეველი ეფექტის მიუხედავად, ინერციით და ჩვენი საზოგადოების დამსახურებით, ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელობა გვაქვს.

ბევრად მეტი ყურადღება გვჭირდება, მაგრამ რაც გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ. ეს დელეგაცია, განსაკუთრებით სერნატორი კუნსი, დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკური ხაზის გამომხატველია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეროვნული პრობლემა გვაქვს ივანიშვილის რეჟიმის სახით, მაინც გვქონდეს კომუნიკაციის არხები იმის თაობაზე, რისთვისაა ქართული საზოგადოება მზად და ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, რათა ჩვენი თავისუფლება დაცული იყოს და ამის მისაღწევად პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ, ასევე, რაში გვჭირდება პარტნიორების დახმარება – ეს იყო დისკუსიის საგანი, ამიტომ ეს ვიზიტი ობიექტურად ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის კონგრესმენები იმყოფებიან, რომლებმაც შეხვედრა გამართეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დამოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი: კონგრესმენი სისილინი

სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები – საკითხები რომლებიც პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის კონგრესმენებთან განიხილა

ეს არის გზავნილი, რომ აშშ-ისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი – გიორგი ვაშაძე კონკგრესმენების ვიზიტზე

ხელისუფლება უზურპირებულია, ყველა ინსტიტუტი დაქვემდებარებულია ოლიგარქს – თინა ბოკუჩავა კონგრესმენებთან შეხვედრაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g