ნორვეგიელმა დიჯეი Kygo-მ, მუსიკალური ფესტივალი „კოაჩელა“ ორი ახალი სეტით დახურა. თავისი გამოსვლა კი მან თავის მეგობარს, ავიჩის მიუძღვნა, რომელიც ორი დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა.
რამდენიმე ათასიანი აუდიტორიის წინაშე 26 წლის მუსიკოსმა ავიჩის თრექი „Without you“ შეასრულა, შემდეგ კი გარდაცვლილ კოლეგაზე სიტყვა წარმოთქვა. Kygo-მ აღიარა, რომ სწორედ მან შთააგონა ის ელექტრონული მუსიკით და „კოაჩელაზეც“ მხოლოდ მისი დამსახურებით იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ შვედი დიჯეის გარდაცვალების შესახებ ცნობილი ორი დღის წინ გახდა. მუსიკოსი გარდაცვლილი საკუთარ სახლში, მასკატში იპოვნეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მუსიკოსი მწვავე პანკრეატიტით იტანჯებოდა.
https://www.youtube.com/watch?v=CWyrqg3YK2M