LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung-მა საიუბილეო სმარტფონის დიზაინი დაამტკიცა

94

თუკი წყაროს დავუჯერებთ, სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung-მა Galaxy S10 და S10+-ის საბოლოო დიზაინი შეარჩია.

S10 და S10+ საიუბილეო სმარტფონები გახდება, შესაბამისად მასზე საკმაოდ ბევრი რამ არის დამოკიდებული.

როგორც ჩანს, კარდინალური ცვლილებები არ იგეგმება. სმარტფონებს არ ექნება ეკრანზე სპეციალური ჭრილი, როგორიც მწარმოებელმა ცოტა ხნის წინ დააპატენტა. ასევე ხმების მიუხედავად, მოწყობილობას არ ექნება მოხრილი ეკრანი.

Samsung Galaxy S10 უკვე ტრადიციულ Infinity Display-ს მიიღებს, რომლის ისტორიაც Galaxy S8-ში დაიწყო. ეკრანის დიაგონალი 5,8 და 6,3 დიუმი იქნება.

S10-სა და S10+-ის წარმოება ნოემბრისთვის იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები