LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში მებრძოლი ქართველები, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნის თხოვნით, პრეზიდენტ ზელენსკის წერილით მიმართავენ: ეკა ხერხეულიძე

268
მიხეილ სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წერილით მიმართეს. აღნიშნული განცხადება ეკა ხერხეულიძემ „მთავარი არხის“ ეთერში გააკეთა.

„უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები მიმართავენ პრეზიდენტ ზელენსკის ერთადერთი თხოვნით. მათ არ გააჩნიათ არანაირი პირადი სურვილი და მოთხოვნები, ისინი ითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ტყვეობიდან დახსნას“, – აღნიშნავს ეკა ხერხეულიძე.

magti 5g