LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როზამუნდ პაიკი სერიალში „მტრობა“ პრინცესა დიანას განასახიერებს

148

მსახიობი როზამუნდ პაიკი სერიალის „მტრობა“ მსახიობთა შემადგენლობას შეუერთდა. პროექტის მეორე სეზონი პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დიანას ურთიერთობას შეეხება. სწორედ ამ უკანასკნელის როლი ხვდა წილად ვარსკვლავს.

„მტრობის“ ახალ სეზონს „ბუკინგემის სასახლე“ ერქმევა და მასში 10 სერია შევა. ჩარლზის როლზე მეთიუ გუდი მოიაზრება, რომელსაც მაყურებელი სერიალიდან „გვირგვინი“ უკვე კარგად იცნობს.

ახალ სეზონში დიანასა და პრინცის ურთიერთობა დაშორების შემდეგ იქნება ნაჩვენები. ყურადღება გამახვილდება 1997 წელს პრინცესას ტრაგიკულ გარდაცვალებაზეც.

შეგახსენებთ, რომ სერიალის ამ სეზონის სცენარისტი კვლავ რაიან მერფი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები