უკრაინული მედიის ცნობით, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიური ქარხნის თავზე შავი კვამლი შენიშნეს.
მათივე ცნობით, პუტინის ჯარები მარიუპოლში „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის დაბომბვას განაგრძობენ.
„ქარხნის ტერიტორიის ზემოთ, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები სარდაფებში იმალებიან, ცაში შავი კვამლის უზარმაზარი სვეტი ავიდა. ამას მოწმობს Sky News-ის მიერ 26 აპრილის დილით გამოქვეყნებული სურათები.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.