ამერიკელმა რეპერმა Cardi B-მ სიმღერაზე „Bartier Cardi“ გადაღებული კლიპი წარმოადგინა. ვიდეოში მისი კოლეგა 21 Savage მონაწილეობს, რომელმაც სიმღერის ჩაწერაშიც მიიღო მონაწილეობა.
კლიპი გლამურული და მკვეთრი ფერებით გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს გამოვა მომღერლის სადებიუტო ალბომი „Invasion of Privacy“, რომლის შექმნაშიც ათი პროდიუსერი მონაწიელობდა. დისკში შევა ასევე აქამდე გამოსული სინგლები „Bodak Yellow“ და „Be Careful“.