LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თერმომეტრი, რომელიც ვერცხლისწყალს არ შეიცავს

150

როგორც ცნობილია, კომპანია Xiaomi უამრავი სახეობის მოწყობილობების წარმოებით არის დაკავებული. ამჯერად, მწარმოებლის ასორტიმენტს თერმომეტრიც შეემატა.

სიახლის ფასი მხოლოდ 3 დოლარს შეადგენს. დევაისი არ შეიცავს ვერცხლისწყალს და მთლიანად ციფრულია. გაჯეტი დამზადებულია სამედიცინო პოლიპროპილენისგან და ყველა ეტაპზე მან მკაცრი ბიო-კონტროლი გაიარა. შესაბამისად, ახალი თერმომეტრი ადამიანისთვის სრულიან უსაფრთხოა.

Mi Digital Thermometer – ასე ჰქვია გაჯეტს და ის 18,8 მილიმეტრიანი LCD-ეკრანით არის აღჭურვილი, რომელზეც ტემპერატურის მაჩვენებელი გამოისახება.

გაჯეტი გაყიდვაში 3 აპრილს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები