LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, რა ეღირება Apple-ის სმარტფონები 2018 წელს

36

საინვესტიციო ბანკ RBC Capital Markets-ის წარმომადგენელი, ამიტ დარიანანი აცხადებს, რომ სმარტფონი iPhone, რომელიც 2018 წელს გამოვა, წინამორბედებზე იაფი ეღირება.

იგი ირწმუნება, რომ iPhone X-ის მეორე თაობა ორიგინალთან შედარებით 100 დოლარით ნაკლები ეღირება და მისი ფასი საშუალოდ 900 დოლარი იქნება. რაც შეეხება 6,5 დიუიმიან მოდელს, iPhone X Plus-ს, მისი ფასი 999 დოლარიდან დაიწყება.

მიმდინარე წლის სექტემბერში Apple ასევე გამოუშვებს 6,1 დიუიმიან iPhone X, რომელიც LCD-დისპლეით იქნება აღჭურვილი და ის საშუალო სეგმენტს იქნება განკუთვნილი. რაც შეეხება ფასს, ის 799 დოლარი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები