Samsung-ის ახალი სმარტფონის, Galaxy Note 9-ის პრეზენტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმებოდა, თუმცა ცნობილი ხდება, რომ სიახლე შესაძლოა, აგვისტოს დასაწყისშიც გამოვიდეს.
შეგახსენებთ, რომ სმარტფონს 6,3 დიუიმიანი S-AMOLED ეკრანი, მასზევე დამონტაჟებული თითის ანაბეჭდის სკანერი, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 64 გიგაბაიტიანი მუდმივი მეხსიერება და ორმაგი კამერა ექნება.
