“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92% პატრიარქ ილია II-ის მიმართაა დადებითად განწყობილი, 53% – თბილისის მერ კახა კალაძის, ხოლო 52% – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ.
ამასთან, პატრიარქის მიმართ 4% უარყოფიდადაა განწყობილი. თბილისის მერით 43%-ია უკმაყოფილო, ხოლო პრეზიდენტით 45%.
რეიტინგში მეოთხე ადგილს, 47%-ით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს. მის მიმართ უარყოფითად 48%-ია განწყობილი.
მეხუთე ადგილზე, 46%-ით, ომბუდსმენი ნინო ლომჯარიაა. მისით უკმაყოფილო 40%-ია.
ანა დოლიძის მიმართ გამოკითხულთა 44% აფიქსირებს დადებით განწყობას, უარყოფითს კი 35%.
გამოკითხულთა 40% ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, მიმართ დადებითადაა განწყობილი, 55% კი უარყოფითად.
დავით უსუფაშვილი 39%-ს მოსწონს, 48% კი მას უარყოფითად აფასებს.
39% დადებითადაა განწყობილი ელენე ხოშტარიას მიმართ, მისით უკმაყოფილო 52%-ია.
ირაკლი კობახიძე, 38%-ის მოსწონს, უკმაყოფილო კი 56%-ია.
გიორგი ვაშაძის რეიტინგი 37%-ია, მისით უკმაყოფილებას 56% გამოხატავს.
37% დადებით განწყობას გამოხატავს თეა წულუკიანის მიმართ, 57% კი უარყოფითს.
ნიკა მელიას მიმართ დადებითად 37%-ია განწყობილი, 58% კი უარყოფითად.
შალვა ნათელაშვილი 33%-ს მოსწონს, 63% მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს.
ბიძინა ვანიშვილის მიმართ დადებითად 31%-ია განწყობილი, უარყოფითად კი 60%.
გამოკითხულთა 31% დადებითადაა განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, 60% უარყოფითად.
შალვა პაპუაშვილის მიმართ დადებით განწყობას 27% გამოხატავს, უარყოფითს 39%.
მამუკა ხაზარაძე გამოკითხულთა 27%-ს მოსწონს, მის მიმართ უარყოფითად 61%-ია განწყობილი.
ალეკო ელისაშვილის მიმართ დადებითად 27%-ია განწყობილი, უარყოფითად 64%.
ნინო ბურჯანაძის რეიტინგი 25%-ია, ის 69%-ს არ მოსწონს.
ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადებითად 23%-ია განწყობილი, უარყოფითად 58%.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ დადებით განწყობას 23% აფიქსირებს, უარყოფითს 69%.
გიგა ბოკერიას მიმართ დადებითად 18%-ია განწყობილი, უარყოფითად 76%.
ხათუნა სამნიძის მიმართ დადებითად განწყობილია 16%, ხოლო უარყოფითად 45%.