LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fifth Harmony უვადო შემოქმედებით პაუზას აიღებს

107

ჯგუფმა Fifth Harmony უვადო შემოქმედებითი პაუზის შესახებ განაცხადა. მიზეზებზე გოგონებმა დუმილი ამჯობინეს.

ლოურენ ჰურეგიმ, დინა ჯეინ ჰანსენმა, ელი ბრუკმა და ნორმანი კორდემ გადაწყვიტეს, რომ ძალები სოლო კარიერაში მოსინჯონ, როგორც ეს წლების წინ Destiny’s Child-ის წევრებმა გააკეთეს.

თაყვანისმცემლებს გოგონები დაპირდნენ, რომ ყველა დაგეგმილ კონცერტს გამართავენ და სცენას მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ კოლექტივი 2012 წელს შოუ X Factor-ის წყალობით შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები