LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ხელშეკრულება მზადების პროცესშია და დოკუმენტის დასრულების შემდეგ საზოგადოება ყველა დეტალს გაიგებს

74
ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ხელშეკრულება მზადების პროცესშია და დოკუმენტის დასრულების შემდეგ საზოგადოება ყველა დეტალს გაიგებს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს ძალიან დაბალანსებული დამოკიდებულება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებაში პარტნიორი ქვეყნების წრის მიმართ.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ მომავალ დოკუმენტს და ძალიან დაბალანსებული დამოკიდებულება გვაქვს პარტნიორი ქვეყნების წრის მიმართ, რომლებმაც იმედი არ უნდა გაგვიცრუონ ნებისმიერ შემთხვევაში და ყოველგვარი სახის აგრესიაში.

ყველაფერი შეიძლება იყოს მომავალში. ჩვენ უკვე გვესმის, რომ ასეთ მეზობლებთან ჩვენთვის ადვილი არ არის და ამიტომ ვსაუბრობთ ფუნდამენტურ შეთანხმებაზე.“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თავისუფალ მსოფლიოში თითქმის არ დარჩა არავინ, ვისაც შეიძლება არ ესმოდეს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია: ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები