ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლენდ-ლიზის პროგრამა დაამტკიცა. სესხის იჯარის შესახებ მიღებული დოკუმენტი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ამარტივებს.
კანონი აშშ-ის სენატმა მიიღო, რომელსაც მხარი 417 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 10 კანონმდებელი იყო. სენატის მიერ მიღებულ კანონი თეთრ სახლში გადაიგზავნა და ახლა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხელმოწერას ელის.
The House is voting NOW on H. Res. 1065 – the rule for S. 3522 – Ukraine Democracy Defense Lend-Lease Act of 2022. https://t.co/4Ck76vwh2r
— House Press Gallery (@HouseDailyPress) April 28, 2022
ეს არის აშშ-ს პირველი იჯარის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ლენდ-ლიზი – არის ამერიკული პროგრამა, სწრაფი გადახდის გარეშე, იმ ქვეყნების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, სურსათითა და ნედლეულით უზრუნველსაყოფად, რომელთა უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანია აშშ-ისათვის. პროგრამის ფარგლებში შტატები მეორე მსოფლიო ომის დროს ამარაგებდა გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით. სანაცვლოდ, ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდში, ბერმუდასა და კარიბის ზღვაში. პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში, ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.
მიიჩნევა, რომ ეს იყო პროგრამა, რომელმაც მაშინ მოკავშირე ქვეყნებს ნაციზმზე გამარჯვების შესაძლებლობა მისცა.